ყოველი განვითარებული საზოგადოება  რთული სოციალური სტრუქტურისაა მასში სხვადასხვა სოციელური ფენა გამოიყოფა. ეს ფენები ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლებით გამოიყოფა, რომელიც ნიშანდობლივია ამ ჯგუფისთვის. 

მაგ. მუშათა ფენა, ინტელიგენცია, მოსწავლე-ახალგაზრდობა.

სოციალური დიალექტის  ფუნქციაა გამოარჩიოს ესა თუ ის სოციალური ფენა სხვისგან თავისი მეტყველებით.

სოციალური ფაქტორები რა თქმა უნდა ზეგავლენას ვერ მოახდენენე უშუალოდ ენაზე, ეს ფაქტორები ადამიანის ნობიერებაზე, სულიერ წყობაზე , მეტყველებაზე მოქმედებენ.

სოციელურ დიალექტებში შემოდის მეტყველების ასაკობრივი ფაქტორით დიფერენციაცია, ახალგაზრდები ნებსით თუ უნებლიედ ცდილობენ გამორჩეული იყნენ და დაუპირირისპირდნენ  უფროს თუ მომდევნო თაობად არა მარტო ქცევით არამედ მეტყველებით,ქალისა და მამაკაცის ენეობრივი სხვაობაც გამოიყოფა.  განსაკუთრებით მრავალფეროვან სურათს იძევა ენა სოციელური დიალექტების თვალსაზრისით ურბანიზაციის პირობებში ,რაც განსაკუთრებით გამოხატება ქალაქში და ქალქურ მეტყველებაში.

პროფესიული დიალექტები

შრომის განაწილება საზოგადოებრივი მოვლენაა რაც წარმოშობს სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს. მაგა, ხელოსნები, პედგოგები და ა.შ. ეს დაყოფა მეტყველებაზეც ახდენს გავლენას.

პროფესიული დიალექტებიდან  გამოყოფენ მუდმივ და მომენტობრივ ნაირახეობებს. მაგ:ჟარგონი; არგო;სლენგი;

ექსპრესიული(ზეპირმეტყველებთი) ლექსიკის შემადგენელი ელემენტები, სოციო -დიალექტები  დაკვშირებულნი არიან ადამიანის საქმიანობასთან. სოციოლექტები ამგვარად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

1.ჟარგონი;

2.არგო (არგოტიზმი);

3.სლენგი.

ჟარგონი  ცალკეული სოციალური ჯგუფის პროფესიული წრისთვის  დამახასიათებელი მეტყველებაა, რომლის სიტყვები და გამოთქმები გასაგებია ამ სოციალური ჯგუფისთვის.

ის წარმოადგენს ზეპირმეტყველებას, რომელიც საერთო სალიტერატურო ენისაგან განცალკევებული სპეციფიკური (პირობითი მნიშვნელობის მქონე) სიტყვა ან გამოთქმაა. ის გამოიყენება შედარებით მყარი სოციალური ჯგუფების წევრებს შორის ურთიერთობის დროს. ჟარგონის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს ავტონომიური სოციალური ჯგუფის თავისთავადობის გამოხატვაში, რისთვისაც საჭიროა სპეციალური სიტყვის, ფორმისა და შინაარსის არსებობა. მას ახასიათებს თავისებური სიტყვაწარმოება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიაში. ჟარგონი ჩნდება ერთნაირი სოციალური მდგომარეობის, ინტერესების, ასაკის, პროფესიის მქონე პირთა ჯგუფებში; მისი ხმარებისას აქცენტი კეთდება მოცემული ჯგუფის წევრობაზე. ეს არის გარკვეული ეტალონისადმი მიბაძვა.

ჟარგონში ასახულია ამა თუ იმ სოციალური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მოთხოვნილებანი და ემოციური მისწრაფებანი.მაგალითად, ყველაზე დიდი რაოდენობით ჟარგონი ქართულ სიმანდვილეში მიღებულია  რუსული ენიდან: ააგულავა, ააკიშკავა, აბაროტიაუღო,აბიჟნიკი, აბშიანი, აიასნებს, ბალამუტობს, გააპუსტიაკა, გამაზა, გრუზავს, დაასტოპა,დაუაბგონა, ეშუტკავება, ზადნიარიცის, იჟმოტა, იტოკში, მოშნად, ტაჩკა;ებრაულიენიდან:გაასუხარა, მაყუთი, ნაშადაა.შ.

არგო ჩაკეტილი სოციალური ჯგუფების ჟარგონი იხმარება დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლაციის მიზნით. ასეთია, მაგალითად, აზარტული თამაშების მოყვარულთა, ქურდების, ხულიგნების და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების ჟარგონები, რომლებიც ქმნიან ე.წ. „დამნაშავეთაენას“, რომლებსაც ზოგჯერ არგოს (ფრ. argot) უწოდებენ, სათანადო ლექსემებს კი არგოტიზმებს. ტერმინი არგო, იგივე ჟარგონი, წარმოიშვა პარიზში, თუმცა არგოტიზმებს იცნობდა ანტიკური ლიტერატურაც. არგოტიზმებს წარმოადგენდა, თავდაპირველად, მოხეტიალე მოვაჭრეების, მათხოვრებისა და ბომჟების ენა. ის გვევლინება ჟარგონის სახეობად. ისიც შეიძლება ითქვას, რომ არგოტიზმი პირობითი ენაა. მას ხშირად მიმართავენ კონსპირაციის მიზნით, არალეგალური მუშაობის, კრებების, შეთქმულების დროს. არგოტიზმის ცოცხალი ნიმუშია პაროლი (საიდუმლო კოდი) და/ან„თავისიანის“სიმბოლო-გარკვეულ წრეებში წინასწარ შემუშავებული საიდუმლო სიტყვა ან გამოთქმა. არგოტიზმები წარმოიშვა საზოგადოების არაფორმალურ კლასში, როგორც დამნაშავეთა სამართალი. აქ „არგო“საჭიროა იმისათვის, რომ დამნაშავეთა კავშირის თითოეული წევრის იდენტიფიკაცია იყოს შესაძლებელი თვითონ სოციუმში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კანონდამრღვევი გამიჯნოს კანონმორჩილისაგან. მაგალითად, ქურდული ჟარგონი, როგორცკანონი, გამოხატავს შინაგან იერარქიას დამნაშავეთა სამყაროში. სიტყვების ნაწილი გამოირჩევა უხეში და გადაჭარბებული მნიშვნელობით, როგორიცაა მაგალითად, ე.წ. „კლიჩკები“, რომელთა ნაწილი ან პატივისცემასა და ქებას გამოხატავენიმათმიმართ, რომელთაც უფრო მეტი გავლენა აქვთ, ან დამამცირებელ და დაბალ იერარქიულ დონეზე მიანიშნებენ. აქვე უნდა ვახსენოთ კნინობითი საკუთარი სახელები, რომლებიცჟარგონებადიქცა:

კოწია _ სოფლელი, გლეხი (“კოწია” _ საკუთარი სახელის„კონსტანტინეს“მოფერებითი ფორმა დასავლეთ საქართველოში). „ქალაქი კოწიებით გაივსო, წადი, შვილოსა, სახლში, კოჭი გააგორეო!“ (კოტე მახარაძე).

 ქეთინო _ ქალურად ნაზი მამაკაცი (ქეთინო _ ქალის სახელის ქეთევანის მოფერებითი ფორმა). „_ეე, _ ხელი აიქნია ზახოდამ, _ იმათ ისეთი ქეთინო ძაღლები ყავთ!“ (აკა მორჩილაძე).

სლენგი – ზოგიერთი სოციალურიჯგუფი, რომელიც ჟარგონს იყენებს, ღიაა და საზოგადოების ორგანულ ნაწილს შეადგენს. ასეთ ჟარგონს„კოლექტიური თამაშის“ სახე აქვს. მას ზოგჯერ „სლენგს“ (ინგ. slang) უწოდებენ. სლენგი-ესაა ენაში უკვე არსებული სიტყვა შეცვლილი მნიშვნელობით. ის ექსპრესიულია, ძალიან არამდგრადია, მისდევს მოდას, ექვემდებარება დროს; ასახავს ფამილარულ, იუმორისტულ ან ირონიულ, ოდნავ უხეშ დამოკიდებულებას სინამდვილისადმი. სლენგში სჭარბობს უფრო ნეგატიური ჟარგონი და ასევე ჩაკეტილი არგოტიზმი. მაგალითად, ქართულ ჟარგონი„ფრუქტი“, რომელიც აღნიშნავს ტიპს (ვინმეს), აშკარად, უარყოფითი ელფერის სიტყვაა.

სლენგი იხმარება უშუალო საუბრის დროს, ამით ის უპირისპირდება ოფიციალურ მეტყველებას. მისი ძირითადი თემატიკაა: საჭმელ-სასმელი, ფული, ემოციები, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები, სოციალური მდგომარეობა, პროფესია, ასაკი, გარეგნობა, სწავლის პროცესი და სხვ. სლენგი ამ ნიადაგზე აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფებს შორის განსხვავებას. მაგალითად, თუნდაც, მაღალი ფენის წარმომადგენლები _ სასულიერო წოდებიდან, ან არისტოკრატიული წრიდან ასევე ქმნიან სპეციფიკურ ლექსიკას. მათ შორის აღსანიშნავია სალონური მეტყველება. სლენგი შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ საუბარში განათლებულმა ადამიანებმა, ან გარკვეული ასაკის, ანდა პროფესიის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ ფამილარული (მდაბიო) საუბარი ახასიათებთ დაბალი დონის განათლების ადამიანებს. სლენგის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თითოეული ზემოთ აღნიშნული ჯგუფი.

ცნობილი რუსი ლინგვისტი ი. გალპერინის აზრით, „სლენგი“ – ესაა უბრალოდ ჟარგონის სინონიმი (ჟარგონი=სლენგი) და არ შეიძლება მათი დამოუკიდებელ ცნებებად გამოყენება. მაგრამ მაინც აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ სლენგი, ჟარგონი, არგო და სალიტერატურო მეტყველება.

                                                                  ⇓

ახალგაზრდების სლენგი

სოციოლექტის ნაწილია – „ახალგაზრდების სლენგი“. ის ხასიათდება მოზარდების მეტყველების ექსპრესიულობით და მიემართება ზეპირმეტყველების სფეროს, სადაც მოსაუბრეს შეუძლია საკმაოდ თავისუფლად და სრულად გამოხატოს თავისი ემოციები.

პირობითად, „ახალგაზრდების სლენგი“ დამახასიათებელია 12-22 წლის ახალგაზრდებისათვის, თუმცა მკვეთრი ასაკობრივი ზღვარის გავლება მიზანშეწონილი არაა. ამგვარი სლენგი გავრცელებულია ძირითადად ქალაქში მცხოვრებ მოზარდებს შორის. ისევე, როგორც სლენგის სხვა სახეები, ისიც დაფუძნებულია ინტერნაციონალურ ტერმინებზე, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, გამოირჩევა ფამილარული ელფერითაც.

სკოლისმოსწავლეთაჟარგონიარისკომპონენტი„ახალგაზრდებისსლენგისა“. სასკოლო ჟარგონის მატარებელნი უდავოდ არიან ახალგაზრდათაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, სკოლისმოსწავლეებიდასასკოლოპერსონალი. იმისდა მიუხედავად, თუროგორიაამგვარიჟარგონისფარულიაზრი, ან როგორ იგებს მას უმრავლესობა, ახალგაზრდების სლენგი რეალიზდება მხოლოდ მითითებული კონტინგენტის საუბარში.[5] ამ მხრივ, სასკოლო ჟარგონის კლასიფიკაცია შეგვიძლია, როგორც კორპორაციული ახალგაზრდული ჟარგონი.

ლ. ი. სკვორცოვას აზრით, სტუდენტების ჟარგონი წარმოადგენს უფრო დახვეწილ მეტყველებას, რადგან ისინი „აგდებენ“ თავიანთი ლექსიკიდან სასკოლო ჟარგონს (სკვორცოვი, 1964, 49). მაგრამ ეს აზრი არ დასტურდება როგორც რუსულ, ისე ქართულ სინამდვილეში. აი თუნდაც, ორივე ენისათვის დამახასიათებელი ჟარგონი შპარგალკა (шпаргалка), დამახასიათებელია როგორც სასკოლო, ისე სტუდენტების მეტყველებისთვისაც.

სტუდენტების ჟარგონი ასევე ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით. მათ მეტყველებისას მიდრეკილება აქვთ სიტყვების შემოკლებისაკენ. მაგალითად, უნივერსიტეტისნაცვლადიხმარონუნი(ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), კორპუსის ნაცვლად –კორპი(ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), კოლოკვიუმის ნაცვლად – „კოლო“ (ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა)დაა. შ.

                                                                    ⇓  

პროფესიული სლენგი

ცალკე გამოიყოფა პროფესიული ჟარგონი, ანუ სპეციალური სლენგი _ დამდაბლებული სტილის არასალიტერატურო ლექსიკა, დამახასიათებელი პროფესიულად განკერძოებულ პირთა არასაიდუმლო მეტყველებისათვის. პროფესიონალიზმები, ჩვეულებრივ, ოფიციალური ტერმინების დუბლეტებია. მათ შეიძლება ჰქონდეთ თავისებურებები გამოხატულების პლანში. მაგალითად, მათემატიკოსთა პროფესიულ ჟარგონში გვხვდება კუბი (კუბიკი – ბოლოკიდური მარცვლის მოკვეცა), ინფორმატიკოსთაწრეში _ კომპი(კომპიუტერი – ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), პროგი (კომპიუტერული პროგრამა – ორი სიტყვის თავისებური სინთეზი მარცვალთა მოკვეცა-ამოღების ხარჯზე), და სხვ.

როგორცვხედავთ, ენასმიდრეკილებააქვსეკონომიისაკენ (სიტყვების ბოლოკიდური მარცვლის-მარცვლების მოკვეცა), რაც გამოვლინდა სტუდენტური სლენგისა და პროფესიული სლენგის მთელ რიგ კონკრეტულ შემთხვევებში.

ჟარგონები, რომლებმაც დაკარგეს სოციალური შეზღუდულობა, შეიძლება შეაღწიონ სალიტერატურო ენაში. მაგრამ არგოტიზმების ჭარბი გამოყენება არღვევს ლიტერატურული ენის სიწმინდეს. ასეთ გადასვლას ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურა, რომელშიც ჟარგონი პერსონაჟთა მეტყველების მახასიათებლადაა გამოყენებული, ან თავად ავტორის მეტყველების სპეციფიკაა. ხშირად ჟარგონი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის საკუთრებაღა ხდება, რადგან მისი გამოყენების შემთხვევები რეალურ ცხოვრებაში ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ აღარცაა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ლალი მოროჟკინას წიგნიდან ერთი ასეთი მაგალითი:„გიუშკი და ჯიმი–ლი პატარქალაქის გარეუბანში გამართულ ყოველკვირეულ ბაზრობაზე მიდიოდნენ „იმენნოი ქლაჩების“ საყიდლად“.„ქლაჩი“, რომელიც თავისთავად ჟარგონის თანაფარდი სიტყვაა თავისი მნიშვნელობით, თუმცა სიახლით ის ოკაზიონალიზმადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ეს სიტყვა ერთგვარი ევოლუციური სახესხვაობაა ისეთი ლექსემებისა, როგორიც იყო ერთ დროს “ზმანი“, შემდეგ „ძონძი“ და ბოლოს ვხვდებით ამ მაგალითს _ „ქლაჩი“.

ჟარგონიდან მომდინარე ლექსიკა საყოველთაო გავრცელების შემთხვევაშიც ინარჩუნებს ექსპრესიულობას. სალიტერატურო ენის სასაუბრო სტილში სლენგიდან შევიდა ისეთი ლექსემები, როგორიც არის ძონძები (მოდურიტანსაცმელი _ უარყოფითიკონოტაციით); ჩაწყობა (საქმის გაკეთება, ან მოგვარება ვისიმე მეშვეობით), საყოველთაოდ გავრცელდა ლექსემა ხალტურა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მსახიობთა წრეში იხმარებოდა „დამატებითი შემოსავლი სწყაროს“ მნიშვნელობით.

წყარო : https://natiakentchiashvili.wordpress.com